ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებისას 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
მათ შორის არიან აფეთქებული სატვირთო მანქანის გვერდით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მგზავრები. წყლიდან უკვე ამოიყვანეს ქალისა და მამაკაცის ცხედრები.
არსებული ინფორმაციით წყლის ქვეშ არის ორი ავტომანქანა, თუმცა ამინდის გამო ავტომანქანებამდე მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ 8 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.









