არასრულწლოვანი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგში ჩავარდა, კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.
ექიმების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებს.
არასრულწლოვანი მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარის გამო, მეტროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მგზავრთა გადაადგილება დროებით შეჩერებული იყო.