ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჰემფშირში მდებარე ქალაქ კინში, აეროპორტის მახლობლად, ერთძრავიანი თვითმფრინავი დაცხოვრებელ სახლს დაეცა. CNN-ის ინფორმაციით თვითმფრინავში მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფას ხანძარიც მოჰყვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ მრავალბინიანი სახლს, რომელშიც რვა ადამიანი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მსხვერპლი არ დაფიქსირებულა“, – წერს CNN-ი.
ოფიციალური ინფორმაციით, სახლში მცხოვრები რვა ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია და მათ წითელი ჯვარი ეხმარება.
ავარიის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ვინაობა არ სახელდება.