ბილაინი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს ქსელით სარგებლობაზე შეზღუდვა აქვთ.
,,ძვირფასო აბონენტებო, ამჟამად მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს აღმოსავლეთ საქართველოში აქვს შეზღუდვა ქსელით სარგებლობაზე. შესაბამისი სამუშაოები უკვე სრულდება და კავშირი უმოკლეს დროში აღდგება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ აღდგენითი სამუშაოები ჯერ მიმდინარეობს და აბონენტებს აქვთ შეფერხება ინტერნეტით სარგებლობაზე. დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად.” – წერია განცხადებაში.









