ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს უერთდება

ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს უერთდება.

ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს პრევენციისა და მკურნალობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიები ტარდება.

ბოლნისის ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერფორმანსი მოაწყვეს ხელისგულებზე საჯაროდ დაიხატეს ლოგო და საზოგადოებას უთხრეს, რომ კიბო განაჩენი არ არის!