გარდაბნში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე – ფუად მირზოევი და საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური ადგილზე გაეცნო. ამ დროისთვის ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ორი ერთეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს შპს „მეგობრობა 2019+” ასრულებს და მისი ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.

მონიტორინგის პარალელურად, დავით კარგარეთელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გაეცნო მათ საჭიროებებს და რიგი პრობლემების მოგვარებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დაპირდა.

2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობა მოსახლეობამ თავად განსაზღვრა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 40 პროექტი უნდა განხორციელდეს.

გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტების მონიტორინგს მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახორციელებს.