გარდაბნის მუნიციპალიტეტის  წყალმომარაგების პროექტის  დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

პროექტის დასრულების შემდეგ მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტთან დაკავშირებით დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა – დავით კარგარეთელმა, პროექტის შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის წყალმომარაგების სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს და პროექტით გათვალისწინებულ პროცედურებზე იმსჯელეს. მერმა, სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ პროექტის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებდა ნაწილობრივ სათავე ნაგებობის-სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარების, დამცავი კედლის, ჭაბურღილების, კოლექტორის, საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენის მოწყობას, დასრულებულია.