ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა და მას დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზიათხან სარდაროვი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენა, საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა, 2020 წელს კი მას პედაგოგის უმაღლესი წოდება – მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.