დღეს ,,თბილისობაა”

ორწლიანი პაუზის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაული პირველ და 2 ოქტომბერს იმართება.

„თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში დღის განმავლობაში იქნება გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები.

გალაკონცერტი ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

ამასთან, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.