ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთისძირი, თელეთი, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ახა, ველისპირი, განახლება, კარაბულახი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.