რუსთავში ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის მიერ, ძუძუ კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის და „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში 24-25 ოქტომბერს ” ეროვნულმა სკრინინგ ცენტრის მობილურმა ჯგუფმა კლინიკა რუსთავში კიბოს უფასო კვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებისთვის ჩაატარა.
აღნიშნული სკრინინგით რუსთავში 150-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
ოქტომბერში, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომლის სლოგანებია – „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, „კიბო განაჩენი არ არის“ და „ადრეული სკრინინგი სიცოცხლის გადარჩენის გარანტია“, ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტიპის აქტივობები ხორციელდება.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით ცნობილი საერთაშორისო კამპანია მსოფლიოში 1997 წლიდან ტარდება და ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების გაზრდას ემსახურება.
შეგახსენებთ, 2006 წლიდან საქართველო შეუერთდა მსოფლიოს საინფორმაციო კამპანიას “ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს”.









