ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოკითხვები გრძელდება.
როგორც ცნობილია ამ დროისთვის იკითხებიან „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.
როგორც გიგა გიგაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვაკის პარკში შადრევნის ჩაბარება ექსპერტიზის საფუძველზე მოხდა. მისივე თქმით, შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ფურცხვანიძემ კი, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა – „დიახ, მე ვარ პასუხისმგებელი“.
ამასთან, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებიც, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკში „გრინსერვისმა“ ჩაატარა.









