ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
“ნიუ ჰოსპიტალსში” აცხადებენ რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.