ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა.
თვიმხილველების თქმით, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ და ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ.
დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ გაუწია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.