“ვარდისფერი ოქტომბრის” მსოფლიო კამპანიას კიდევ ერთი აქციით შეუერთდა “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ბოლნისში.
ორგანიზაციის წევრებმა ბოლნისის მერიის შენობაზე ვარდისფერი ქსოვილი გადმოფინეს , გაუშვეს საჰაერო ბუშტები და დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები . მათი მიზანი იყო ქალებისთვის იმის შეხსენება, რომ კიბო განაჩენი არ არის და დროული დიაგნოსტირება მეტ წილად განაპირობებს მათი სიცოცხლის გადარჩენას.
აღნიშნული აქტივობით დასრულდა ვარდისფერი კამპანია ბოლნისში.
“ვარდისფერი ოქტომბერი”, როგორც ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიომ 1985 წელს გამოაცხადა.
წელს “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, როგორიცაა საინფორმაციო შეხვედრები ქალბატონებთან, უფასო სკრინინგის აქციები და სხვადასხვა სიმბოლური ღონისძიებები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება.