ვის შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე შეღავათით

რუსთავის მერიაში მოქმედებს პროგრამა რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ავტოტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათს. პროგრამით სარგებლობა შეუძლია სკოლის მოსწავლეებს ,სტუდენტებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირებს.

ქვეპროგრამით მომსახურების მისაღებად რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აქტიური რეგისტრაცია ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა არის საჭირო,ასევე განცხადება რუსთავის მერის სახელზე,სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი.

საშეღავათო პროგრამით მოსარგებლე ადამიანს  შეღავათიანი ტარიფით გადაადგილება თვის მანძილზე ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია.