“ეკოსერვის ჯგუფის” თანამშრომელი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის დროს 2 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ამბობს,რომ ბავშვების დახმარებას იქამდე ცდილობდა, სანამ ორგანიზმმა გაუძლო.
“სამივე ბავშვი უგონოდ იყოს ჩაძირული წყალში. ორის გამოყვანა შევძელი, ვცდილობდი დახმარებას, მანამდე სანამ ორგანიზმმა გამიძლო. ხალხიც ბევრი იყო, ყველა ცდილობდა დახმარებას, სასწრაფოც მაშინვე მოვიდა და მერე იმათმა განაგრძეს დახმარების გაწევა. რომ წაიყვანეს, რაღაც იმედი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე გავიგე, რომ გოგონა დაიღიპა“, – ამბობს მებაღე, დევი მეზურნიშვილი.