თბილისის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხებაა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით მიზეზი ერთ-ერთ სადგურზე მგზავრის ლიანდაგებზე ჩავარდნაა, რის გამოც საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. როგორც ცნობილია ძაბვა დროულად მოიხსნა და მგზავრის ამოყვანა უვნებლად მოხერხდა.

მოძრაობა მალე განახლდება აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ მოხდა.