თეატრ ბრავოში სტუდიის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

  დღეს თეატრ ბრავოში სტუდიის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებისათვის მასტერკლასები მარჯანიშვილის თეატრისა და კინოს მსახიობმა ირაკლი ჩხიკვაძემ გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მსახიობმა ბავშვებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში ასევე მსახიობმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებიც შეასრულა.