თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა Twitter-ზე წერს, ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.
მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.









