ილონ მასკმა სუნამო სახელწოდებით “დამწვარი თმა” გამოუშვა

კომ­პა­ნია Tesla-ს მფლო­ბელ­მა ილონ მასკმა გა­ყიდ­ვა­ში ჩა­უშ­ვა ოდე­კო­ლო­ნი Burnt Hair, რო­მე­ლიც აღ­წე­რა, რო­გორც “გუ­ლი­სამ­რე­ვი სურ­ვი­ლე­ბის ესენ­ცია“.

პარ­ფუ­მის სა­ხე­ლი თა­ვად ამ­ბობს სა­კუ­თარ თავ­ზე, თუ რა სურ­ნელ­თან გვაქვს საქ­მე – სუ­ნა­მოს დამ­წვა­რი თმის სუნი ას­დის.

“ისეთი სახელით, როგორიც მე მაქვს, სუნამოების ბიზნესში შესვლა გარდაუვალი იყო – ან ამდენ ხანს რატომ ვუძალიანდებოდი ამას?”- წერს ილონ მასკი “ტვიტერზე”, სადაც ის საკუთარ თავს ამჯერად უკვე სუნამოების გამყიდვლად მოიხსენიებს.

მასკის სხვა უცნაური პროდუქტების მსგავსად, დამწვარი თმა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.