ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი ჭყლეტისას 129 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიცია ამბობს, ქაოსმა და ძალადობამ იფეთქა ინდონეზიის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ქვეყნის ორ უდიდეს გუნდს. მათი ცნობით, ინციდენტის შედეგად, 129 დაიღუპა, 180 ადამიანი კი დაშავდა.

Arema FC-ისა და მისი მეტოქის Persebaya Surabaya-ს მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც მასპინძელი Arema FC დამარცხდა 3-2 მატჩში ქალაქ მალანგში, აღმოსავლეთ ჯავაში.

არსებული ცნობების თანახმად, წაგებული გუნდის მხარდამჭერები მოედანზე „შეიჭრნენ“ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ადამიანები სტადიონის გასასვლელისკენ მასობრივად დაიძრნენ, რამაც გამოიწვია ჭყლეტა.

დაღუპულებს შორის იყო ორი პოლიციის თანამშრომელია.