ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა

რუსთავში, მესხიშვილის 4 ნომერში ერთ-ერთი სადარბაზოს ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.