მარტვილის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა.

46 წლის ზაალ გოროზია სამართალდამცველებმა მარტვილში დღეს, 5 ოქტომბერს, დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ვლადიმერ დანელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინფორმაცია თანაგუნდელის დაკავების შესახებ მედიით შეიტყო და დამატებით ვერაფერს იტყვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მარტვილში დაკავებულია კაცი, რომლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს