პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო.
დეპუტატებმა პატივი მიაგეს ვაკის პარკში, ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.
„ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება. მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ტრაგედიას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









