საქართველოში სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაცია პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ გამოსცა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თამბაქო პირველი იანვრიდან ახალი შეფუთვით გაიყიდება. ცვლილების მიხედვით, ყველა ტიპის კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც.