ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” აცხადებენ, რომ გასული დროის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა , ერთ-ერთ მოზარდს იაშვილის კლინიკიდან სავარუდოდ დღეს გაწერენ. მეორე ბავშვი კი, „ნიუ ჰოსპიტალსში“ მართვით სუნთქვაზე, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.