როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში +28 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +25, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. +26 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი.

გუდაურში დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17 ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში უნალექო დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.