რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა გაიმართა

1 და 2 ოქტომბერს, რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენმა მიიღო.
ორდღიან პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ალექსანდრე წივწივაძის სანახაობრივი გაცურვით გაიხსნა.
გამარჯვებული სპორტსმენები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძემ,და  სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა დააჯილდოეს.
ტურნირით სიმბოლურად გაიხსნა ნიჩბოსნობის ახალი ბაზაც, რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით აშენდა.