,,რუსთავის წყალი” – წყლის მიწოდება 07:00 საათამდე იქნება შეზღუდული

კომპანია ,,რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს,სადაც აღნიშნულია რომ ქალაქის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას წყლის მიწოდება 07:00 საათამდე ექნებათ შეზღუდული.
,,სს. ელ სისტემის მიერ სათავე ნაგებობაზე ტექნიკური სამუშაოების გართულების გამო წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 20 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე
წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: ქალაქის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას.” –  აღნიშნულია განცხადებაში.