რუსთავის წყალმომარაგების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება იწყება.
დღეს სემეკში რუსთავის წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ განხილვა გაიმართა. განხილვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კომპანია ,,ჯი ვი პი” რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ასეთი მასშტაბის პროექტი რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პირველად განხორციელდება.
შეგახსენებთ რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლის თხოვნით, სემეკს რუსთავის მერიამ აგვისტოს ბოლოს მიმართა.
რუსთავის საკითხი საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველად 1 სექტემბერს განიხილა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, კომპანია ,,ჯი ვი პი”-ს 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ჯარიმის გარდა, კომპანიას რუსთავში შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკის წარდგენის ვალდებულებაც დაეკისრა. წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, ,,ჯი ვი პი”, რუსთავის რიგ უბნებში, სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დაიწყებს.
ინვესტიციის ძირითადი წილი, კი 2023 წლის თებერვლიდან განხორციელდება.







