არასამთავრობო ორგანიზაციამ “დედების სივრცე” მორიგი შეხვედრა გამართა

რუსთავში “დედების სივრცის” მორიგი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას რუსთაველი დედების ჩართულობით , არასამთავრობო ორგანიზაციის “დედების სივრცე” ხელმძღვანელი ლია კოშაძე უძღვებოდა.

ამჯერად, დღევანდელი დღის განსახილველი თემა იყო  “როგორ გავთავისუფლდეთ სტრესისგან ნლპ-ის დახმარებით”.

რა არის ნლპ და როგორ გვეხმარება იგი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

სტრესისგან გათავისუფლების ნლპ პროცესების ჯგუფური პრაქტიკა.

ამ თემასთან დაკავშირებით ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მასტერ პრაქტიკოსმა, ლილამ ისაუბრა.