რუსთავში ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მერაბ მერაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ქვემო ქართლის ღია რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობა 2010-2012 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა მიიღეს.
გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.