რუსთავში 22-23 ოქტომბერს კულტურისა და დასვენების პარკში სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს ტბა დაეთმობა მხოლოდ სპორტულ თევზჭერას, სადაც ქართველI სპორტსმენები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვადასხვა დისციპლინაში (ფიდერი, ტივტივა, ფლეტი, სპინინგი)
მეორე დღეს კი ნებისმიერ მეთევზეს, შეეძლება ითევზაოს სპორტულად ან თავისუფლად.
მონაწილეები კენჭისყრის გზით მოხვდებიან კონკრეტულ სექტორში და შეეჯიბრებიან შესაბამისი ზონის სპორტსმენებს.
ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.