კულტურისა და დასვენების პარკში სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფესტივალი დღეს დაიწყო.
ფესტივლის ფარგლებში პირველ დღეს ტბა მხოლოდ სპორტულ თევზჭერას დაეთმო, სადაც რეგისტრაცია 50-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა.
შეგახსენებთ ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაიმართება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში. ფესტივალის მეორე დღე სამოყვარულო თევზჭერას დაეთმობა, სადაც ნებისმიერ მეთევზეს შეეძლება ითევზაოს სპორტულად ან თავისუფლად.
ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.