კულტურისა და დასვენების პარკში სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფესტივალი დღეს დასრულდა.
ფესტივლის ფარგლებში მეორე დღეს ტბა სამოყვარულო თევზჭერას დაეთმო, სადაც სამი გამარჯვებული დაჭერილი თევზის რაოდენობით გამოავლინეს.
გამარჯვებულებს პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.










