რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ავტომობილში გაზმა გაჟონა და აფეთქდა

რუსთავში თოდრიას მე-3 ჩიხთან  ავტომობილში გაზმა გაჟონა და აფეთქდა,თუმცა მანქანას ცეცხლი არ გასჩენია. შემთხვევის შედეგად დაშავდა დედა-შვილი,რომელიც აფეთქების დროს გზაზე გადადიოდა და მათ მინის ნამსხვრევები მოხვდათ. ასევე დაშავებულია მძღოლიც,რომელიც შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო,სასწარაფო,სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.

სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის წევრებმა დედა-შვილს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება,რის შემდეგაც მათი გადაყვანა მოხდა კლინიკაში.