რუსთავში 1-12 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
ფესტივლის ფარგლებში რეპერტუარში, მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი.
კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს რუსთავს 12 დღის განმავლობაში 15-მდე დასი ეწვევა, ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი გახსნის, დასი მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას მიერ დადგმულ სპექტაკლს ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგენს.
კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის თეატრის სკვერში საზეიმოდ გაიხსნება19:00 სთ-ზე, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ, სრულად გაეცნონ ფესტივალის პროგრამას,ასევე შეხვდნენ ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავებს.
რუსთავში კომედიის თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობას : მარჯანიშვილის, ქუთაისის, თავისუფალი თეატრის, თელავის, რუსთავის, მესხეთის, გორის, მოზარდ მაყურებელთა, ოზურგეთის, ახალი თეატრის, დამოუკიდებელი თეატრის ,,ხვლიკი“, ქალაქის თეატრის და თბილისის თოჯინების თეატრის დასები მიიღებენ.
ყველა სპექტაკლი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში გაიმართება.









