რუსთავში საცხენოსნო კლუბი “რუსთავის იპოდრომი” გაიხსნება.
საცხენოსნო კლუბი რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. კლუბის ტერიტორია 3 ჰექტრამდეა და სხვადასხვა სივრცით დაიტვირთება. როგორც ცნობილია იპოდრომის გარდა მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და საბავშო სივრცე მოეწყობა,მათ შორის იქნება სამოყვარულო ჯირითისთვის განკუთვნილი მოედანი. უახლოეს მომავალში კი შესაძლოა ცხენსაშენიც გაკეთდეს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ორი წლის ვადაში უნდა დასრულდეს, ინვესტიცია 300 000 ლარის შეადგენს.