რუსთავში SPORT-R ჩემპიონატი ჩატარდება

რუსთავში SPORT-R  ჩემპიონატი ჩატარდება.

ჩემპიონატი სპორტის სამ სახეობაში ფეხბურთში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართება.

მონაწილეობის მიღება  მხოლოდ რუსთაველ 14-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ.

ჩემპიონატის მიზანი ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის გაზრდაა.

პროექტი SPORT-R  საფეხბურთო კლუბ რუსთავის და  სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება.