რუსთავში SPORT-R ჩემპიონატი ჩატარდება.
ჩემპიონატი სპორტის სამ სახეობაში ფეხბურთში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართება.
მონაწილეობის მიღება მხოლოდ რუსთაველ 14-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ.
ჩემპიონატის მიზანი ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის გაზრდაა.
პროექტი SPORT-R საფეხბურთო კლუბ რუსთავის და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება.