სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

გიორგი დოხტურიშვილმა ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ლევან კობიაშვილთან ერთად, გარდაბანში, ადგილზე მოინახულა.

650 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა:

თანამედროვე სტანდარტების მქონე გასახდელი;

650 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა;

თანამედროვე განათების სისტემა;

საპარკინგე სივრცე;

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, მოეწყობა მოედნის საძირკველი, დაიგება საფარი, სტადიონი სრულად იქნება უზრუნველყოფილი საჭირო ინვენტარით.

სტადიონის მშენებლობის ღირებულება 3 500 000 ლარია.

პროექტის სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის 2 ივნისს დაიწყო და 2023 წლის თებერვალში დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, პარლამენტის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.