საქართველოში ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ოქტომბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი. ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში 19 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.