სოფელ ბერშუეთთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

დაკავებული თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.

მისი ახლობლების თქმით, გლურჯიძე ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, გლურჯიძე ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.