ქალაქ გარდაბანში კულტურისა და დასვენების პარკში ორ წლიანი პაუზის შემდეგ ,,გარდაბნობა 2022” აღინიშნა.
დღის განმავლობაში სხვადსხვა კულტურული აქტივობები გაიმართა, აგრეთვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის – ხალხური რეწვის ოსტატთა და ხელოვანთა ნამუშევრები, ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრების ნახატები გამოიფინა.
ღონისძიების ფარგლებში გარდაბნის საპატიო მოქალაქეებიც დააჯილდოვეს. მაყურებლის წინაშე „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ გაერთიანებული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი წარსდგა.
ბოლოს ქალაქის მთავარი დღესასწაული საზეიმოდ ღამის შოუს ბენდმა დახურა.
ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის, ახალგაზროდბის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.