ქვემო ქართლის მოსახლეობა, სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებს

ქვემო ქართლის მოსახლეობა, სამედიცინო მომსახურებას, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, უფასოდ მიიღებს.

რუსთავის მედიცინის სახლის ჩართულობით N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცენტრი, ადგილობრივ მოსახლეობას ოქტომბრის თვეში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს სთავაზობს.

თარიღი:

15 ოქტომბერი – ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა”

22 ოქტომბერი – კლინიკა ენმედიცის ექიმთა გუნდი

27 ოქტომბერი – დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმთა გუნდი

ხანგრძლივობა:

10:00 -18:00 საათი

მსურველებს, სამედიცინო მომსახურებას უმაღლესი კვალიფიკაციის შემდეგი პროფილის ექიმები გაუწევენ:

ალერგოლოგი;

სპირომეტრია;

ოტორინოლარინგოლოგი;

გასტროენტეროლოგი;

დერმატოლოგი;

რეაბილიტოლოგი;

პედიატრი;

ბავშვთა ნევროლოგი;

ენდოკრინოლოგი;

ანგიოლოგი;

მოზრდილთა ნევროლოგი.

პაციენტებს შეეძლებათ სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებზე.