ქვემო ქართლში ოფიცილაური ვიზიტით კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის დელეგაციები იმყოფებოდნენ.
საქართველოსა და პოლონეთს ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. აქტიურად მოქმედებდა საგანმანათლებლო მიმართულებით გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს უწყობდა რეგიონების დამეგობრებასა და განათლების დონის ამაღლებას. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ყურადღება სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებაზე გამახვილდა.
სლოვაკეთის დელეგაციასთან შეხვედრის ფარგლებში აქცენტები ორ რეგიონს შორის სამომავლო დამეგობრებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, კულტურისა და ტურიზმის სფეროების განვითარებაზე გაკეთდა.
კანადა დიდი ხანია, აქტიურად მონაწილეობს მარნეულში, გადაჭრილ გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში. არაერთმა მნიშვნელოვანმა ისტორიულმა აღმოჩენამ არამხოლოდ ქვემო ქართლისთვის, არამედ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე ესწრებოდა.
მეგობარი ქვეყნების დელეგაციები ქვემო ქართლში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.