საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.
ღონისძიება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდება 9 ოქტომბერს, ღონისძიება მარნეულში, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში გაიმართება, 14 ოქტომბერს, კი ღვინის დღეებს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი უმასპინძლებს.
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები, ქართული ღვინის 8000 წლიან უწყვეტ ტრადიციას კიდევ ერთხელ ეზიარებიან, ქართული ღვინის და სამზარეულოს მრავალფეროვნებას გაეცნობიან და დეგუსტირების საშუალებაც ექნებათ.
ღვინის ფესტივალი, ქართული ტრადიციული მარნებით, მუსიკალურ- ფოლკლორული ნომრებით და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით უმასპინძლებს სტუმრებს.
ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს.
9 ოქტომბერი – თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, მარნეული, მცხეთა, ბორჯომი.
10 ოქტომბერი – ამბროლაური, გორი.
11 ოქტომბერი – დედოფლისწყარო, რაბათი (ახალციხე), თერჯოლა.
12 ოქტომბერი – ლაგოდეხი, ცაგერი, სიღნაღი, ჯიღაურა.
13 ოქტომბერი – საგარეჯო, მარტვილი, ბაღდათი.
14 ოქტომბერი – ბოლნისი, ახმეტა.
15 ოქტომბერი – ყვარელი, გურჯაანი, ზუგდიდი.









