ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, განთიადი, კამარლო, საფარლო, ოროზმანი, იაღუფლო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, დამია, მოლაოღლი, ზემო სარალი, ხოჯორნი, ახკერპი, ხულდარა, კიროვკა და მიმდებარე სოფლებში;
11:15-დან 16:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში ფარნავაზის, 9 აპრილის, ბაგრატიონის, ტამარ მეფის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









