ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა.
“ჯეო ჰოსპიტალის” დირექტორის დავით ბარაბაძის თქმით, ხანში შესული ქალი კლინიკაში მომხდარიდან მალევე მიიყვანეს, მას აღენიშნებოდა სხეულის დამწვრობა და მრავლობითი ტრავმები თავის არეში.
სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების შედეგად, ქალი “ჯეო ჰოსპიტალში” გუშინ ღამით გარდაიცვალა.